23 ივლისიდან უნიკალური ქართული პროექტი „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ გამოიცემა

23 ივლისიდან, ორ კვირაში ერთხელ ახალი ქართული საგამომცემლო პროექტი, „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ გამოიცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“–დან აცნობეს, პროექტის სლოგანია „გააერთიანე საქართველო“ და ის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

„რუკა არის ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, ქალაქი, დაბა, სოფლები და კულტურული ძეგლები. პროექტი საქართველოს, ქართული კუთხეების, ტრადიციების და კულტურული ძეგლების მეტად დაფასებას და შეყვარებას ისახავს მიზანად. საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახები გაერთიანდებიან და ერთად ააწყობენ, გააერთიანებენ ქვეყანას“, – აცხადებენ გამომცემლობა „პალიტრა L“–ში.

მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციული რეგიონების მიხედვით რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება. ერთ პაზლს 16 სიმბოლო მოჰყვება. 11 ძირითადი და 5 პირობითი. კერძოდ, შიდა ქართლის რეგიონის პაზლი ატენის სიონის, უფლისციხის, ყინწვისის ანგელოზისა თუ გორის ციხის მინიატურული ფიგურებით გაცოცხლდება. პირობით ფიგურებში კი მოიაზრება მაგ. „დედა ენა“, რომელიც შეიძლება განთავსდეს როგორც შიდა ქართლის პაზლზე, ასევე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

პაზლს თან ახლავს ბროშურაც, კონკრეტული მხარის მოკლე მიმოხილვითა და იმ ძეგლების ისტორიით, რომლებიც რუკაზე უნდა განლაგდეს.

როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, სარედაქციო ჯგუფთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ: ისტორიკოსი და კარტოგრაფი მანანა შეყილაძე, ქაღალდის ინჟინერი და უამრავი კრეატიული კონცეპციის პროექტის ავტორი კოტე იანტბელიძე, ასევე ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია, გოგა ჩანადირი, ირაკლი გედენიძე და სხვა. პროექტში ასევე გამოყენებულია ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და ეროვნული მუზეუმის მიერ მოწოდებული ფოტომასალასაც.

რუკის ნაწილების გამოსვლის თანმიმდევრობა ასეთია: 1. იმერეთი, 2. რაჭა-ლეჩხუმი, 3. შიდა ქართლი, 4. სამცხე-ჯავახეთი, 5. სამეგრელო, 6. სვანეთი, 7. გურია, 8. ქვემო ქართლი, 9. მცხეთა-მთიანეთი, 10. კახეთი, 11. აჭარა, 12. აფხაზეთი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა