ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება

სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს შეეხებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთი პრაგმატულ პოლიტიკას არ ახორციელებს.

„სამწუხაროდ, რუსული მიდგომა არ იცვლება, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთთან მიმართებაში, თუმცა სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არ უპირისპირებს თავის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს არის ის, რასაც ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა