დავით ბაქრაძე - თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას

თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საზოგადოების ნდობასთან და საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვყავს მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც შრომა უკვე აღარ შეუძლია და განსაკუთრებით უჭირს. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ პენსიის გაზრდა პრეზიდენტის ფუნქცია არ არის. მე არ ვაპირებ ვინმე მოვატყუო, რომ ეს პრეზიდენტის ფუნქციაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი გვყავს. თუ საზოგადოება ნდობას გამომიცხადებს, საზოგადოების ნდობასთან და საპარლამენტო გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ პენსიის გაზრდას და აუცილებლად მივაღწევთ უკეთესი სოციალური სისტემის შემოღებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა