გიგი უგულავა - ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით კი არ ივლის, არამედ, მისი ვიზიტები დაკავშირებული იქნება ახალ ინვესტიციებთან

ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში ლამაზად შეფუთული თაიგულივით კი არ ივლის, არამედ, მისი ყოველი ვიზიტი დაკავშირებული იქნება ახალიინვესტიციის მოზიდვასთან,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად გუშინ დავით ბაქრაძე წარადგინა.

"ივანიშვილის მმართველობა დასასრულს უახლოვდება, ეს მას სურს თუ არა, დროის ამ დინებას ვერაფერი შეაჩერებს, ეს არის კანონზომიერი და ლოგიკური. ამიტომ მომდევნო პრეზიდენტის ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში ცვლილებები დადგეს, რყევებისა და არეულობის გარეშე და სწორედ ამის გამკეთებელი არის პრეზიდენტი დავით ბაქრაძე. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტებში უბრალოდ კი არ ივლის ლამაზად შეფუთული თაიგულივით, არამედ, ყოველი მისი ვიზიტი დაკავშირებული იქნება ახალი ინვესტიციის მოზიდვასთან, რომელიც აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, -განაცხადა გიგი უგულავამ და დასძინა, მილიონობით ადამიანი მთავრობას უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული.

„ხშირად ემიგრანტები შიშის ქვეშ მუშაობენ, რომ აქ დარჩენილი ოჯახები გამოკვებონ. სწორედ ბაქრაძე იქნება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ამ ყველაფერზე იზრუნებს. საპრეზიდენტო ფონდის 50 პროცენტზე მეტი დაიხარჯება განათლებაზე. მნიშვნელოვანია ასევე გზავნილი სოფლისათვის, მაგრამ მთავარი გზავნილი არის, ის რომ დავით ბაქრაძე იქნება ყველას პრეზიდენტი, რადგან საზოგადოების გახლეჩა დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა. მიმაჩნია, რომ ბაქრაძე იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც ამ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, მშვიდად გაიყვანს ქვეყანას და ჩვენ გვექნება საიმედო პროგნოზირებადი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს