ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

"წვიმის დროს დაგროვილმა წყალმა ვერ გაიარა არხებში, რამაც დაგუბება და საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა გამოიწვია. ამ ეტაპზე უკვე სიმშვიდეა. ჩვენ დაუყოვნებლივ გავწმინდეთ არხები და წყალიც ჩვეულებრივ გადის. რაც შეეხება მოსახლეობას, იქ სამაშველო სამსახური მუშაობს. მხოლოდ სარდაფებია დატბორილი. სხვა ზიანი არ ყოფილა. ამ მდგომარეობით მუნიციპალიტეტის დონზე ვუმკლავდებით სტიქიას. არ ველოდებით გართულებებს", - აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

იხილეთ ვიდეო: სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს