საქართველოს ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრის მამიკინსი ეწვევა

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრის მამიკინსი ეწვევა. მამიკინსი ხვალ, პარლამენტში, პირველ შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავასთან გამართავს. ევროპარლამენტის მომხსენებელი პარლამენტში ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს.

ანდრის მამიკინსი პარლამენტიდან პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ხვალვე ის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

ანდრის მამიკინსი შეხვედრებს 24 ივლისს განაგრძობს. ევროპარლამენტის მომხსენებელი შეხვედრებს გამართავს საპარლამენტო ფრაქციებთან და იუსტიციის მინისტრთან. არსებული ინფორმაციით, ასევე დაგეგემილია მიმიკინსის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა