სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს. დედაქალაქში კი ღამის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდევი.

ხვალ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება.

ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა ნალექმა ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაღალმთიან რაიონებში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა