ანრი ოხანაშვილი - მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიასგან მიღებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ სხვა ჩვენებების საფუძველზე

ჩვენ მიღებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ სხვა ჩვენებების საფუძველზე, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა გლდანში, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულებს დაუსვეს ყველა ის მთავარი შეკითხვა, რაზეც გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას კითხვები გააჩნიათ. "ჩვენ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გამოვკითხეთ 2 ბრალდებული. საუბარია თენგიზ კალანდიასა და მირზა სუბელიანზე. ძალიან დეტალური შეკითხვები დავსვით და მაქსიმალურად ვეცადეთ მიგვეღო დეტალური ინფორმაცია ბევრ საკითხზე. ჩვენ მიღებულ ინფორმაციას გავაანალიზებთ სხვა ჩვენებების საფუძველზე. დამატებით ვერაფერს ვიტყვი. შემდგომ ეს ინფორმაცია აისახება კომისიის დასკვნაში. ჩვენ დავსვით აბსოლუტურად ყველა ის შეკითხვა, რომელიც გაჟღერდა საზოგადოებაში. რომელთა შესახებაც არსებობდა შეკითხვები როგორც დაზარალებული ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან. ჩვენ გაგვცეს დეტალურად პასუხები", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები ბრალდებულების, მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოსაკითხად გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა