სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება – თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150.

„მოგეხსენებათ, ნინო რამიშვილის N6–ში მდებარე შენობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი იყო განთავსებული, ავარიულ მდგომარეობაში იყო და მასში მუშაობა საფრთხეს უქმნიდა აპარატის თანამშრომელთა ჯანმრთელობას. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რამდენიმეწლიანი თხოვნა და აპარატს დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით დამატებითი თანხა გამოუყო“, - აცხადებენ აპარატში.

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, მიუხედავად ორგანიზაციის გადასვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა, სახალხო დამცველის აპარატი შეფერხების გარეშე მიიღებს მოქალაქეთა განცხადებებს და იმუშავებს ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი.

ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 1481; ასევე ელექტრონული მისამართია - info@ombudsman.ge, ხოლო საფოსტო მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი N150, თბილისი, 0112.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა