რეგიონალური ბიბლიოთეკებისთვის ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23 ივლისს, ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსი „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.

„კონკურსის მიზანი იყო ბიბლიოთეკებსა და მათ მკითხველებს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემოდათ საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. კონკურსის 20 მონაწილის ესე სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ კრებულში დაიბეჭდება.

გამარჯვებული მონაწილეები ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან, ხოლო გამარჯვებული ბიბლიოთეკები კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვებიან.

ესეების კონკურსის შემფასებელი კომისიაში არიან: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; ასევე, მწერლები: დავით ტურაშვილი და კოტე ჯანდიერი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა