გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სოფლამდე მისასვლელი გზისა და არხის გაწმენდა მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში სოფლამდე მისასვლელი გზისა და არხის გაწმენდა მიმდინარეობს. ადგილზე სიტუაციის შესწავლის მიზნით იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

დატბორილ სახლებში დაგროვილი ტალახნარევი მასის დაგროვების გამო, ამოტუმბვის პროცესის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„სპეციალისტები ადგილზე არსებულ სიტუაციას შეისწავლიან და გვირჩევენ, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ მსაგავსი აღარ გამეორდეს. ზარალის ოდენობის შესწავლას სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში დავიწყებთ, მაშინ როცა წყლის ამოტუმბვა სახლებიდან მოხერხდება. ვფიქრობ, რომ ზარალი დიდი იქნება", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის ტერიტორია დაიტბორა. წყალი ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა, განადგურდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა მსხვილფეხა საქონელი და შინაური ფრინველები.

გვიან ღამემდე დატბორილი სახლებიდან მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ნავებით ახორციელებდნენ. ადგილზე 60-მდე მაშველი მუშაობდა, 10-ზე მეტი დატბორილი სახლიდან მათ 15 ადამიანი გამოიყვანეს. რუსთავის მერიის დახმარებით სოფლიდან გამოყვანილი მოსახლეობა, ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში დააბინავეს.

წუხელვე ძლიერი წვიმის შედეგად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მთის ძირი და ქვემო ფონიჭალის ნაწილი დაიტბორა. წყალი მოსახლეობის ეზოებში და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევარდა. ამ დროისთვის აღნიშნულ სოფლებში წყლის ამოტუმბვის პროცესი დასრულებულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა