ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს მოამზადებს

ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს მოამზადებს. სწორედ ამ მიზნით იმყოფება საქართველოში ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი, რომელმაც დღეს პირველი შეხვედრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავასთან გამართა.

„ჩემს მეგობარ თამარ ხულორდავასთან განვიხილე როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფართო სპექტრი - ბრექსიტიდან დაწყებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთით დამთავრებული. მე აქ ვიმყოფები, რათა მოვამზადო ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის 3 წლის შედეგებზე. თქვენ ხართ ლიდერი არა მხოლოდ ევროკავშირის დროშის დემონსტრირებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მე მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში“, - განაცხადა მამიკინსმა.

მამიკინსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა და გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაშია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის 24 ივლისს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

მისი თქმით, ახლა შეიძლება საუკუთესო დრო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, თუმცა მომავალი წლის ნოემბერში ევროკომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება და სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვლება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა