საია-ს იურისტი - მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას სასამართლოებში საქმეთა განაწილების სისტემაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობის მექნიზმები

მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას სასამართლოებში საქმეთა განაწილების სისტემაში ჩარევისთვის და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის მექნიზმები, რასაც ხშირად ადგილი აქვს და რეალურად სჭირდება რეაგირება, -ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებს სასამართოლო სისტემის რეფორმის მეოთხე ტალღაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ციმაკურიძემ აღნიშნა, პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა და სამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

"მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ყოველთვის ძალიან ხარვეზული იყო როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით; ამიტომ ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამართლეთა და სამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს, რადგან უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. კარგია, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუმცა ცოტა ნელი ტემპით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, გათვალისწინებულ იქნას სასამართლოებში საქმეთა განაწილების სისტემაში ჩარევისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმები, რაზეც ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, ასევე დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმები, რომელიც ასევე არ არსებობს. გარდა ამისა, სხვა ისეთი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა ჩაიდოს ამ კანონპროექტში, რასაც ხშირად აქვს ადგილი და რასაც რეალურად სჭირდება რეაგირება“, - განაცხადა ციმაკურიძემ.

ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლეები, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არასამთავრობო სექტორი ესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო