სამეგრელოში აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა

სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ზურაბ ლიპარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ევროკავშირის ექსპერტი მატეო მასპერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და მეთოდები განიხილეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს თხილის კულტურაში შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ რეკომენდებული ბრძოლის ღონისძიებები, მექანიკური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური ღონისძიებები და ახალი ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოცდის წინასწარი შედეგები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის საშუალებები და პირველადი მონაცემები მისი ადგილობრივი პარაზიტოიდის შესახებ საქართველოში გააცნეს.

“მთავრობის სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რათა კვლავ არ მოხდეს მისი გავრცელება. კარგია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ მავნებელთან ბრძოლაში, მინდა, მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

შეხვედრას ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ანასეულში ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო