კახა კალაძე - საინტერესო, ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არ არის. საინტერესო, ღირსეული კანდიდატები განიხილება, რომელთაც პირველ ტურში აქვთ გამარჯვების მოპოვების, საზოგადოების მხარდაჭერის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იქნება პოლიტსაბჭო, განიხილება ეს საკითხი და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი.

კითხვაზე, მათი კანდიდატის ვინაობა თუ არის დამოკიდებული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებზე, კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დასახელება არანაირად არ იქნება დამოკიდებული ამაზე.

„ჩვენ კანდიდატურას წარმოვადგენთ, როგორც არის ეს კანონით გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
„პროკრედიტ ბანკი“ მომხმარებლებს ელექტრო მანქანის შესაძენად დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს
საქართველოში პირველად, უძრავი ქონების სკოლა Reschool გაიხსნება
კრისტალის საჭადრაკო ბლიც-თამაში "ყველა ქალი ჩემპიონია"
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა