კონკურენციის საკითხებზე მოსამართლეთათვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა

ევროკავშირის პროექტის - „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ორგანიზებით, სასამართლო კორპუსის წარმომადგენელთათვის, კონკურენციის საკითხებზე 2- დღიანი სემინარი ჩატარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონკურენციის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის, რუსთავის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები და მათი თანაშემწეები ესწრებოდნენ.

სემინარს ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელი, აურელიო ლა ტორე, ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი და საბჭოს წევრი, დინა ლურიე უძღვებოდნენ. ღონისძიებაზე განხილულ იქნა კონკურენციის სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპები - კანონის მიზანი, სუბიექტები, საბაზრო სტრუქტურების სახეობები და მახასიათებლები; სასამართლოს როლი კონკურენციის აღსრულების საქმეში; კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების ცნება, ფორმები, სახეები და შესაბამისი მაგალითები ევროკავშირის აღმასრულებელი თუ სასამართლო პრაქტიკიდან.

„აღნიშნული სემინარი იყო პირველი, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სასამართლო კორპუსის წარმომადგენელთათვის განხორციელდა. წლის ბოლომდე, ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია დამატებით 2 სემინარის ჩატარება, რაც კონკურენციის საკითხებზე მოსამართლეთა ცნობიერების ამაღლებასა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა