გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 493 აბონენტს გუდაურში, დუშეთის და მცხეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, ნაოზა, ჭოპორტი, წითელსოფელი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:00 საათამდე 2307 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მცხეთაში კახეთის, საგურამოს, სააკაძის, ღართიკარის, სამხედროს და მიმდებარე ქუჩებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა