პროკურატურის რეფორმoს საკითხებზე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება

პროკურატურის რეფორმის საკითხებზე ხვალ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფორუმის ორგანიზატორებმა განუცხადეს, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ფორუმს – „პროკურატურის რეფორმა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში“, უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე და სხვა პირები გახსნიან.

ფორუმზე პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეცვალა პროკურატურის სტატუსი, რის გამოც პროკურატურის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებები გახდა საჭირო.

ფორუმი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეფორმის ყველაზე მწვავე საკითხების განხილვას, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს მოწყობა და ფუნქციები, მათ შორის, გენერალური პროკურორის დანიშვნა და გათავისუფლება, და პარლამენტის მიმართ პროკურატურის ანგარიშვალდებულება. კოალიციის რეკომენდაციები ეყრდნობა ახალ საკონსტიტუციო ჩარჩოს და საერთაშორისო სტანდარტებს.

„ეს ფორუმი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებული მხარეს, მათ შორის პარლამენტისა და ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლებს, იურისტებს, სფეროს ექსპერტებსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩაერთონ დისკუსიაში. ეს კოალიციის მიერ ორგანიზებული მე-16 ფორუმია. კოალიცია აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების 40 ორგანიზაციას, რომლებიც აკვირდებიან სასამართლო პრაქტიკას და ეწევიან რეფორმების ადვოკატირებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით. ფორუმს მხარს უჭერს აშშ-ის მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული „საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის“ (PROLoG) საშუალებით, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა