ანა დოლიძე - ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პირობებში ხორციელდება, არის შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა

ცვლილებები, რომელიც სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის პირობებში ხორციელდება, არის შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალსიტებს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ცვლილებებით ვერ მოხდება იმ გავლენიანი ჯგუფის გავლენების შერყევა, რომელიც მისივე თქმით, სასამართლო სისტემას მართავს.

„ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ამ ცვლილებების კოსმეტიკური ხასიათი. წარმოიდგინეთ, რომ შენობას საძირკველი აქვს შერყეული და პატრონი ამ დროს კედლებს ღებავს. ეს ხომ არაადეკვატურია?! დღეს იმ პირობებში, როცა ყველა სერიოზული ბერკეტი სასამართლო სისტემაში აქვს ერთ გავლენიან ჯგუფს, ეს ცვლილებები არის პოზიტიური, მაგრამ კოსმეტიკური ხასიათის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალაუფლება შეეზღუდოს, განსაკუთრებით იმ საკითხში, რომ არ დანიშნოს მოსამართლეები ისე, როგორც უნდა და ვინც უნდა. სინამდვილეში, სასამართლო ხელისუფლებას განაგებს ერთი გავლენიანი ჯგუფი, რომლის გავლენასაც ამ ცვლილებებით საფრთხე არ ემუქრება. პირველ რიგში ეს ჯგუფი დაკომპლექტებული და მოკალათებულია საბჭოში. მისი გავლენა არის თითქმის შეუზღუდავი იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი არ იღებს ცვლილებებს, რომელიც მაგალითად, იუსტიციის საბჭოს საქმიანობას შეეხება. ხვალ რომ ამ ჯგუფმა გადაწყვიტოს, ყველა შეხვედრა დახურულად ჩაატაროს, რომ გადაწყვიტოს ინსპექტორად ვინც უნდა ის დანიშნოს, ამას გააკეთებს, დანიშნავს მოსამართლედ მას, ვინც თავად სურს. ეს არის პატარა ტექნიკური ცვლილებები - შერყეულ ნიადაგზე კედლების გადაღებვა, მაშინ, როცა საძირკველია დაზიანებული“, - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს