გიორგი აბაშიშვილმა რეგიონულ ბიბლიოთეკართა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა რეგიონულ ბიბლიოთეკართა ესეების კონკურსში ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონკურსი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით „საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.

კონკურსის მიზანი იყო ბიბლიოთეკებსა და მათ მკითხველებს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემოდათ საშუალება წარმოეჩინათ საკუთარი ხედვა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. კონკურსის 20 მონაწილის ესე სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილ კრებულში დაიბეჭდა.

ესეების კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" რეგიონალურ ბიბლიოთეკებში 26 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართა. იგი საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში ჩატარდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ. ხოლო ბიბლიოთეკებს, რომელთა მკითხველებიც იყვნენ გამარჯვებულები, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ.

ესეების კონკურსის შემფასებელ კომისიაში იყვნენ: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი; ასევე მწერლები დავით ტურაშვილი და კოტე ჯანდიერი.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოსთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით არაერთი კონკურსი ჩატარდა, რომელიც შეეხებოდა სწორედ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალი გზის აღწერას, შეფასებას. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც სტუდენტები, ასევე მასწავლებლები, ბიბლიოთეკების ქსელის წარმომადგენელი ბიბლიოთეკრები მთელი საქართველოს მასშტაბით.

,,ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანს ჰქონდეს გააზრებული ის რთული გზა, რომელიც განვლეთ და ვიცოდეთ, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები იმისთვის, რომ საქართველო დღეს ყოფილიყო თავისუფალი, ძლიერი.

ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ჯერ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ მაგალითებზე დაყრდნობით, რომელსაც თუნდაც ასი წლის წინ ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ'', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა