მარიამ ჯაშმა და გენადი მარგველაშვილმა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის ახალი შენობის მოძიების აუცილებლობაზე იმსჯელეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი, რომელიც ამავდროულად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 2011 წელს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 1000-ზე მეტ მოსწავლეს ჩამოერთვა თანამედროვე სტილის შენობა და პედაგოგებთან ერთად ისინი სავალალო მდგომარეობაში მყოფ გარემოში აღმოჩნდნენ, თუმცა მას შემდეგ წლების მანძილზე ქუთაისის მერიის დახმარებით ტარდებოდა სასახლის შიდა-სარემონტო სამუშაოები, მაგრამ შენობის საკითხი კვლავაც ძირეულად არის გადასაჭრელი.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ შემოდგომაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი შენობა ექნება.

„ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩვენ გვყავს საქმისადმი უაღრესად ერთგული პედაგოგები, რომლებიც ურთულეს პირობებში მუშაობენ. ჩემთვის ცნობილია, რომ ქუთაისის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით უკვე აქტიურად განიხილება სასახლისათვის ალტერნატიული ფართის მოძიება. ქუთაისის მერს, ბატონ გიორგი ჭიღვარიას, ვთხოვ, რომ ყველაფერი გაკეთდეს 2018 წლის შემოდგომაზე მოსწავლეების ახალ შენობაში გადასაყვანად. აქვე, პარლამენტის კომიტეტის სახელით, მერიას ვპირდები სრულ თანადგომას ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის საკითხის დროულად გადაჭრის გზაზე“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა