ანდრეს მამიკინსი დავით ზალკალიანს - ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრს, საქართველოზე მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრს 14 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ გამო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაციას და ასევე, მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებულ პირებს.

ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული ნაბიჯებისა და სამშვიდობო ინიციატივების პასუხად, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს უკანონო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ.

აღნიშნულ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წევრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირების აუცილებლობას.

ანდრეს მამიკინსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა.

“ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრის დროს ევროპარლამენტის წევრმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები. მან აქვე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე, ახლადშექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე და ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - ევროკავშირში საგზაო რუკის შესახებ, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ამ პროცესში ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს