პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მე-3 შეხვედრაც მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მთავარი კონკურენტი, 2-დან 2 მოგების მქონე ტამპერეს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. ქართველებმა ფინელ სტუდენტებს 4:1 სძლიეს.

“მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. შეხვედრის მე-10 წუთზე ლუკა თავზარაშვილმა თსუ დააწინაურა, თუმცა ფინელებმა წონასწორობის აღდგენა რამენიმე წამში მოახერხეს: ქართველების კარში დანიშნული პენალტი ვილი მაკინენმა გამოიყენა.

პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა, რის შემდეგაც უპირატესობას თსუ დაეპატრონა. მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ჯერ ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა, ხოლო მე-17 წუთებზე ნიკოლოზ ფხაკაძის გოლით ქართელებმა გამარჯვება გაინაღდეს. დარჩენილ დროში შეტევაში გართული ტამპერელები ნოდარ ქურცაძემ გოლით დასაჯა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 4:1.

3-დან 3 მოგებით თსუ-მ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე გავიდა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 6 ჯგუფის გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადავა, სადაც ახალი - 3-3 გუნდიანი 2 ჯგუფი შეიქმნება. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომავალი მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდება“, - ნათქვამია უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა