NDI-ის დელეგაციის შეფასებით, საქართველოში საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, საქართველოში, ბოლო წლებში, საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა გაზრდილია, - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადეს.

დელეგაცია საქართველოს წინასაარჩევნო პროცესების შესაფასებლად სტუმრობს. მხარეებმა ქვეყანაში არსებული გარემო და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს.

შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველომ როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა, რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ხარისხობრივად მაღალ დონეზე აიყვანა წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების სტანდარტები და თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩაატარა. მანვე ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონიტორინგის როლზე.

მთავრობის მეთაურმა მზადყოფნა გამოთქვა - ქვეყანაში ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება იყოს უზრუნველყოფილი. ითქვა, რომ წარსულის მანკიერი პრაქტიკის - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების გამორიცხვის მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება.

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია დღეიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისის, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობებისა და, ზოგადად, საარჩევნო გარემოს შეაფასებას იწყებს, რის შემდეგაც, 27 ივლისს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ძირითად დასკვნებსა და რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი ესწრებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა