ირაკლი კობახიძე - კვირის ბოლომდე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება - ბიძინა ივანიშვილს თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩამოყალიბდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა თავად არ სურს.

"სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯერ გუნდში განხილვა არ ყოფილა რა ფორმით მიიღებს გუნდი არჩევნებში მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო