პოლიციელის ადვოკატი - ქურდობის მცდელობისას მამაკაცმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელი უკიდურესი აუცილებლობის შესაბამისად მოქმედებდა და მას კანონი ამის უფლებას აძლევს.

„ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა“, - აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, აუცილებელია მუხლის გადაკვალიფიცირება.

დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს და სამართალდამცვლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

გუშინ გამთენიისას, ფოთში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას, მძარცველი გასროლის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ადგილზე მისულ სამართალდამცველსა და მძარცველს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ქურდობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. შედეგად მძარცველი თავის არეში მძიმედ დაიჭრა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გარდაიცვალა.

პროკურატურამ ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ბრალდებულის სახით დააკავა. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, 333-ე მუხლის 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის 1-ელი ნაწილით აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა