ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო

ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგის მონახულებას დღეს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) ვეღარ ახერხებს, რის გამოც მეუფეების შესვლა საპყრობილეში დღეს არ შედგება. დეკანოზის განმარტებით, მამა გიორგისთან შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება და დრო დაზუსტდება.

ამასთან, საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მამა გიორგისთან საპყრობილეში შესასვლელად საშვები ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) უკვე აიღეს, რომელსაც 10-დღიანი მოქმედების ვადა აქვს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს. სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გაახმოვანა.

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავების დღიდან მეუფე პეტრემ, მეუფე ანდრიამ, მეუფე დიმიტრიმ, მეუფე გრიგოლმა, მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე საბამ მოინახულეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა