„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სმიტების ოჯახის საქმეზე - დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული კობა კობაურის ადვოკატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი. „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპერსნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებრივ დისკუსიას, რომელიც სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობის საქმეზე ადვოკატის ჩამოშორებამ გამოიწვია. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს იურიდიული დახმარება მის მიერ არჩეულ ადვოკატთან შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ადვოკატის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, ადგილი აქვს პოზიციების შეუთანხმებლობას ან/და მათ შორის აღარ არსებობს ნდობა. შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ, როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას, დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია დავით ასათიანის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა