რესტორანი VINOTEL „World luxury Restaurant Award”-ის ფინალური კონკურსის გამარჯვებული გახდა

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გამართულ საერთაშორისო კონკურსში – World luxury Restaurant Award-ში, რესტორან VINOTEL-მა ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, როგორც „საუკეთესო ღვინის რესტორანი“, ისე “საუკეთესო ტრადიციული რესტორანი ევროპაში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ VINOTEL-ის დირექტორმა ნანუკა ჭანტურიამ განუცხადა, საერთაშორისო კონკურსში 40-მდე ქვეყნიდან 100-ზე მეტი ფინალისტი შეირჩა.

„ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა შერჩევა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად. ჟიურის წევრები რესტორნის შესამოწმებლად აგზავნიან „იდუმალ მომხმარებელს“, ჩვენთვის უცნობ პირს, რომელიც ახდენს დაკვირვებას. შეფასება კი ხდება მთელი პროცესის – კერძის მომზადებიდან დაწყებული, სერვირება, მიწოდება და მომხმარებლის გაცილებამდე, ანუ ყველფერს ექცევა ყურადღება. დაჯილდოებაში საბოლოო გამარჯვებულები კი ვლინდება ერთ თვიანი ხმის მიცემის პროცედურის შემდგომ“, – ამბობს ნანუკა ჭანტურია.

„ჩვენი მიზანია თითოეული მომხმარებლი იყოს კმაყოფილი. ვფიქრობ, ჩვენ მათ განსხვავებულ და განსაკუთრებულ მომსახურეობას ვთავაზობთ. თავად VINOTEL-ის კონცეფცია უნიკალურია და დამყარებულია საქართველოში ღვინის წარმოების ისტორიაზე. ჩვენ ნამდვილად გამორჩეული ღვინის არჩევანი გვაქვს. ღვინის კოლექცია მრავალფეროვანია და ორიენტირებულია მცირე მარნებზე.“ - გვამცნობს რესტორან VINOTEL-ის მენეჯერი გენადი გედევანიძე.

InterPressNews.GeVINOTEL-ის ამ წარატებას წინ უძღვოდა 2017 წლის დეკემბერში, შვეიცარიაში ქალაქ სეინტ მორისში გამარჯვება, სადაც VINOTEL-მა „საუკეთესო ლუქს ტიპის პატარა სასტუმრო“-ს წოდება მიიღო აღმოსავლეთ ევროპაში. ეს კი ქართული სასტუმრო ბრენდის პირველი წარმატება იყო საერთაშორისო ასპარეზზე.

„ამ პრესტიჟული ჯილდოების მოპოვებას ხელი შეუწყო საერთაშორისო სამოგზაურო საიტებზე მოგზაურთა მაღალმა შეფასებამ, კერძოდ, 2016 წელს Booking.com-მა VINOTEL-ს მიანიჭა რეგიონში უმაღლესი შეფასება 9.2, ხოლო 2017 წელს მსოფლიოში უმსხვილესმა სამოგზაურო საიტმა - „TripAdvisor“, VINOTEL-ის სასტუმრო და რესტორანი მოგზაურთა არჩევანად დაასახელა“ – გვიზიარებს VINOTEL-ის სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ყორიაული.

სასტუმრო VINOTEL-ი, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. VINOTEL-ი მოიცავს სასტუმროს უნიკალურ ნომრებს, რესტორანს ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, ისტორიულ მარანს სადეგუსტაციო სივრცით და ექსკლუზიური, ნატურალური ღვინოების კოლექციით იმ მცირე მარნებიდან, რომლებმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნეს.

VINOTEL-ის დიზაინი უნიკალურია. სასტუმროს ინტერიერს ძველებური, დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. უშპალერო, ხელით დამუშავებული კედლები, აგურის შეულესავი თაღები, ხალიჩები და ფარდაგები, ხელით მოხატული ჭერი, საგანგებოდ დაცული არქეოლოგიური ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები, ქვისა და ხის ჰარმონიული მონაცვლეობა - ეს ყველაფერი VINOTEL– ში პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ან პირვანდელის ზუსტი ასლია.

„როგორიცაა თბილისი, ისეთია VINOTEL-იც, სადაც ზოგან ცოტა აზიაა და ბევრი ევროპა, ზოგან პირიქით, “აბრეშუმის გზის” აქცენტით ჩინური კუთხეცაა. უმთავრესი კი ისაა, რომ როცა უყურებ ჩინურს, აზიურს თუ ევროპულს, იცი, საქართველოში ხარ“, – ამ სიტყვებით ახსნა რესტორნის წარმატება VINOTEL-ის მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა, რომელიც World luxury Restaurant Award-ის დაჯილდოებაზე იყო მიწვეული ქალაქ ბელფასტში.

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის