ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ მიიღებს მონაწილეობას. ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 21:45 საათზე გავა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილი პოლიტიკაში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაახლოებით 3 თვის წინ დაბრუნდა. აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე მას ჟურნალისტებთან ჯერჯერობით არ უსაუბრია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო