სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ სტაბილურ კომპანიად შეაფასა

მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings -მა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეაფასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მას სტაბილური კომპანიის (outlook stable) სტატუსი მიანიჭა.

ანგარიშის თანახმად, სვის კაპიტალი საქართველოს მიკროსაფინანსო სფეროში არსებულ რისკებსა და გამოწვევებს ეფექტურად უმკლავდება. იგი მაღალი კონკურენციის პირობებში სტაბილურად განაგრძობს წარმატებულ და ზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობას.

ანგარიშში აღინიშნა, რომ 2014-2017 წლებში კომპანიამ წარმატებით უზრუნველყო ინტენსიური ზრდა, რაც ამჟამადაც გრძელდება. გარდა ამისა, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ სვის კაპიტალი გამოირჩევა აქტივების მაღალი ხარისხით და რომ მისი საკრედიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 84% უზრუნველყოფილი სესხებითაა წარმოდგენილი. Fitch Ratings-ი ასევე ხაზს უსვამს კომპანიის მაღალი კაპიტალიზაციის დონეს, როგორც ფინანსური სტაბილურობის გარანტს და მომავალი განვითარების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Fitch Ratings-ის მიერ გამოქვეყნებული ასეთი მაღალი შეფასება, სვის კაპიტალის მდგრად და სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სვის კაპიტალის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს როგორც საკრედიტო პორტფელის, ისე მოზიდული სახსრების დივერსიფიკაცია. ამ თვალსაზრისით, მინიჭებული სარეიტინგო ქულა კომპანიას ქართული ბიზნეს რეალობისთვის იშვიათ შესაძლებლობას აძლევს, რაც კორპორატიული ობლიგაციების ემისიაში გამოიხატება, რომლებიც შესაბამისობაში იქნება „IDR“-თან (საერთაშორისო სადეპოზიტო სერთიფიკატი). ობლიგაციების ემისიის მეშვეობით სვის კაპიტალი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან პროცესში.

ჩვენი ჟურნალისტი სვის კაპიტალის ფინანსურ დირექტორს, ლევან ფანჩულიძეს ესაუბრა და Fitch Ratings-ის ანგარიშთან დაკავშირებით მისი შეფასებები მოისმინა.

- რამდენად მნიშვნელოვანია Fitch-ის შეფასება სვის კაპიტალისთვის?

ზოგადად, Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიის საქმიანობა არის გამჭირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია, ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს სვის კაპიტალის პოტენციალსა და სტაბილურობაში. აღსანიშნავია, რომ Fitch-ი კომპანიებისთვის მინიჭებულ რეიტინგს აფუძნებს ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა კომპანიის აქტივებისა და ფულადი ნაკადების შესაბამისობა მის ვალდებულებებთან, კერძოდ, ხომ არ არსებობს ლიკვიდურობის მაღალი რისკი, ანუ ისეთი საფრთხე, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს კრედიტორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მომსახურებას; რამდენად ეფექტურია მისი საკრედიტო პორტფელის მართვის პრაქტიკა; რამდენად არის შესაძლებელი, კომპანიაზე უარყოფითად იმოქმედოს სისტემურმა ცვლილებებმა (მაგალითად საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ), რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს კომპანიის მომგებიანობა და შეარყიოს მისი ფინანსური სტაბილურობა. შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიღებული დადებითი პროგნოზები იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ სვის კაპიტალში ინვესტირება - საიმედო და დაბალ რისკიანია.

- რამდენად დამაკმაყოფილებელია წარმოდგენილი ანგარიში?

ანგარიში ობიექტურად აფასებს სვის კაპიტალის საქმიანობის შედეგებს ბაზარზე არსებული ფაქტორების გათვალისწინებით და მოიცავს პროგნოზებს ჩვენი კომპანიის საქმიანობის სანდოობის შესახებ. ეს დასკვნა წარმოადგენს დამატებით მექანიზმს პოტენციური ინვესტორის დასარწმუნებლად, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ფინანსურად მდგრადი, და როგორც ახლა, ასევე მომავალში, წარმატებით მოემსახურება ყველა ფინანსურ ვალდებულებას. საერთო ჯამში, მოხარულები ვართ, რომ სვის კაპიტალის საქმიანობა დადებითად შეფასდა.

- რა გავლენა მოახდინა ანგარიშმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე?

Fitch-ის რეიტინგმა სვის კაპიტალს გაუხსნა ახალი გზები, ახალი პერსპექტივები ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. გარდა ამისა, ეს დოკუმენტი წარმოადგენს გარკვეულ სურათს, თუ სად ვიმყოფებით და გვაძლევს ორიენტირს, თუ რა მიმართულებებზე უნდა ვიმუშაოთ მეტი სტაბილურობის მისაღწევად.

ცნობისთვის, Fitch Ratings გახლავთ 104 წლიანი ისტორიის მქონე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.

რაც შეეხება სვის კაპიტალს, ის საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია წარმოდგენილია 17 მომსახურების ცენტრითა და 300-მდე თანამშრომლით საქართველოს 8 დიდ ქალაქში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://swisscapital.ge/ge/fitch

InterPressNews.Ge

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა