პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სიძის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს მსჯავრდებული, თორნიკე კაჭარავაც ესწრებოდა.

თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, თორნიკე კაჭარავას გათავისუფლება ხელს შეუშლიდა საქმეზე ობიექტურობის დადგენას, ვინაიდან გათავისუფლების შემთხვევაში მას შესაძლოა, მოწმეებზე ზეგავლენა მოეხდინა. ასევე, ბრალდების მხარის თქმით, გამორიცხული არ იყო, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავა მიმალულიყო. როგორც პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, "ბრალდებულს მისივე წარსული ცხოვრება ვერ ააღებინებს ხელს მიმალვისგან".

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თორნიკე კაჭარავა დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, პროკურატურის პოზიცია, რომ გათავისუფლების შემთხვევაში კაჭარავამ შესაძლოა ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოს, არგუმენტს მოკლებულია. შესაბამისად, დაცვის მხარემ კაჭარავას გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 30 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა დაცვის მხარის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თორნიკე კაჭარავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თორნიკე კაჭარავა საქართველოს პრეზიდენტის სიძის მეგობარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა