ბათუმს 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი ესტუმრება

ბათუმს, 29-31 ივლისს, 13 ქვეყნის 40-მდე სტუდენტი ესტუმრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გერმანელი, ესპანელი, იტალიელი, პოლონელი, ჩეხი, ჰოლანდიელი, ესტონელი, სლოვაკი, სლოვენი, სერბი, უკრაინელი, უნგრელი და რუსი ახალგაზრდები 29 ივლისს, ბათუმის ბულვარში აჭარულ ცეკვას შეასრულებენ.

ისინი რეგიონს ევროპის სტუდენტთა ფორუმის (AEGEE-Tbilisi) საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტის „Drop of Wine from Mountain to Sea” ფარგლებში სტუმრობენ. ბათუმში ჩამოსვლამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს სტუმრობენ, აჭარული ცეკვის მასტერკლასებს ესწრებიან და სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულები.

„29 ივლისს, გარდა აჭარული ცეკვის შესრულებისა დაგეგმილია „City Game" ბათუმში, რაც ქალაქში წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ სხვადასხვა სიმბოლოების ნახვას და ისეთი სახალისო დავალებების შესრულებას ითვალისწინებს, როგორებიცაა ლექსის წერა, წარმოდგენის გამართვა და სხვა. 31 ივლისს, კი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის მონაწილეებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები დაესწრებიან.

პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს გაცნობა, ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ევროპელ სტუდენტებში ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. AEGEE-Tbilisi საზაფხულო სამოგზაურო უნივერსიტეტს 2008 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველ ზაფხულს საქართველოს და მათ შორის ბათუმს 40-მდე ახალგაზრდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა