ირაკლი კობახიძე - თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესზე ზედამხედველობა გახდება საჭირო, პარლამენტი ამას გააკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესზე ზედამხედველობა გახდება საჭირო, პარლამენტი „ამას გააკეთებს“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გახდება თუ არა აუცილებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვა, ეს სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.

"ის, ვის დაუსვამენ კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები, ბუნებრივია, უნდა ჰკითხოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს. თუ საჭირო იქნება პარლამენტის მხრიდან ჩარევა ზედამხედველობის კუთხით, ამას ბუნებრივია, გავაკეთებთ და თვალყურს მივადევნებთ. თუმცა, კითხვებს სამართალდამცავი ორგანოები სვამენ და ეს არის მათი პრეროგატივა",- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო