შალვა თადუმაძე - მე თუ მკითხავთ, საპროკურორო საბჭოზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე საპროკურორო საქმიანობასა და გამოძიებას შორის მკაფიო ხაზის გავლებაა

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე აუცილებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, რომლთაც გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობა გაიმიჯნება.

ამის შესახებ თადუმაძემ პროკურატურის რეფორმის შესახებ გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს და გაიმიჯნოს საგამოძიებო მოქმედებები და საპროკურორო ზედამხედველობა. არავინ დედამიწის ზურგზე არ იცის დღეს, რა არის საპროკურორო ზედამხედველობა. არც ერთი ქმედება არ არის გამიჯნული. მე თუ მკითხავთ, საპროკურორო საბჭოზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე მკაფიო ხაზის გავლებაა საპროკურორო საქმიანობასა და გამოძიებას შორის",-განაცხადა თადუმაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს