აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონიძიებების მიმდინარეობას მეცნიერები გაეცნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს. მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის მეცნიერების სტუმრობა საკოორდინაციო შტაბში. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, მეცნიერულ კვლევებთან და, შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო წრეებთან. დეტალურად გავაცანით შტაბის მუშაობა, ყოველდღიური საქმიანობა, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ხელშესახები შედეგები გვაქვს - ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში და ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა რომ შარშანდელთან შედარებით, მავნებლის პოპულაციის შემცირება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული და სისტემური მიდგომის შედეგია.

მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებული ლევან შონია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს