მიხეილ ბატიაშვილი - ერთიანი სასკოლო რეფორმის ხედვას მალე წარმოვადგენთ

ერთიანი სასკოლო რეფორმის ხედვას მალე წარმოვადგენთ, სადაც ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე და სტრუქტურაზე, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, უკვე დასრულდა 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, თუმცა, სისტემაში ხარვეზები ჯერ კიდევ რჩება.

„ახლა დასრულდა გრიფირების ეტაპი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა ჩატარებული და სექტემბრიდან ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები. თუმცა, აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ხარვეზები და დღესაც რჩება. ჩვენი მიდგომა იქნება სისტემური. გრიფირების პროცესში, რომელშიც ბევრი ექსპერტია ჩართული, ყველა დასმული პრობლემა გადაიჭრება სისტემურად და მთლიანობაში ეს განიხილება, როგორც ერთიანი სასკოლო რეფორმა, რასაც მალე წარმოვადგენთ. ვისაუბრებთ ჩვენს ხედვაზე და იმ სტრუქტურაზე, რომელმაც უნდა დაიწყოს რეფორმის გატარება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა