დამატებითი დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ, ვიდრე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას არ მივიღებთ, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„მწყემსის საქმეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ბოლო დასკვნა, რომელიც მიიღო შს სამინისტრომ, კერძოდ ეს არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც სექსუალური კავშირი დაადასტურა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, თავს შევიკავებ მანამ, ვიდრე არ მივიღებთ კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უკვე დამატებითი დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცემს. გამოძიება გრძელდება, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.
აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 4 სექტემბერს 14:00 სააათზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.