ირინა ფრუიძე - ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეის მამიკინსმა პასუხი ყველა კითხვაზე მიიღო

ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრის, ირინა ფრუიძის განცხადებით, ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრეის მამიკინსმა პასუხი ყველა კითხვაზე მიიღო.

ფრუიძის ინფორმაციით, ძირითადი კითხვები ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს ეხებოდა. ფრუიძე ელის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მომხსენებლების მიერ მომზადებული ანგარიში პოზიტიური იქნება.

“ევროსაბჭოს მომხსენებელს ძირითადი კითხვები ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელზეც საქართველო ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ გადავა. ასევე ვისაუბრეთ რეგლამენტის რეფორმაზე, თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს. მან პასუხი ყველა კითხვაზე მიიღო. წინა შეხვედრებიდან გამომდინარე ცოტა გაუგებრობაში იყო, რადგან ეგონა, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადავდიოდით, მაგრამ ავუხსენით, რომ 2024 წლიდან პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადავდივათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა ფრუიძემ.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის მომხსენებელი დღეს საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ ანდრეის მამიკინსს დეპუტატები ირინა ფრუიძე და ნინო წილოსანი შეხვდნენ. მამიკინსმა მათთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნების“ ფრაქცია სულ ორი წევრით იყო წარმოდგენილი, უფრო მცირე პოლიტიკური ჯგუფები კი - უფრო მეტით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა