საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს მიხეილ კალანდიას გამოკითხვა იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მთავარი მოწმეები - ა.ს და მ.კ გამოიკითხებიან.

"დღეს არის ა.ს -ს და მ.კ-ს გამოკითხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი არასრულწლოვნის გამოკითხვა, რომლებიც მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ. ჩვენ გვგონია, რომ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ოპოზიციას აქვს და ამ არასრულწლოვნების ჩვენება იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ამ საქმეში და იმ დასკვნაში, რომელსაც კომისია გასცემს", - განაცხადა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, "არასრულწლოვნების გამოკითხვა მოხდება ისე, როგორც ეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არის მნიშვნელოვანი" .

"მიუხედავად იმისა, მ.კ ახლა უკვე სრულწლოვანია, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მაინც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ფსიქოლოგის მეშვეობით მომხდარიყო მათი გამოკითხვა. ჩვენ გვინდა ამ ბავშვებს მაქსიმალურად ნაკლები სტრესი მივაყენოთ", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს