ნათია მეზვრიშვილი ფოთში მომხდარ შემთხვევაზე - განზრახ მკვლელობა ცალსახად გამორიცხულია

პირველადი ინფორმაცია რაც არის, განზრახ მკვლელობა რასაც ჰქვია, ცალსახად გამორიცხულია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ფოთში, პოლიციელის მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მძარცველის მკვლელობასთან დაკავშირებით განუცხადა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ერთი რამ ალბათ, ყურადღებამისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ გარდაცვლილს დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო და ამ ტიპის დანაშაული არ იყო პირველი შემთხვევა, რომელსაც ეს ადამიანი ჩადიოდა და როდესაც პოლიციელი ამ დანაშაულის აღკვეთას შეეცადა, ის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, კერძოდ, მან პოლიციელს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, შემდეგ გასროლა მოხდა და დადგა ეს ფატალური შედეგი,” -აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ადგილზე კამერები დამონტაჟებული არ იყო. რაც შეეხება პოლიციელისთვის წარდგენილი ბრალის კვალიფიკაციას, მისი თქმით, დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე გარკვეული ვადა არსებობს, დამატებითი მტკიცებებულებების მოპოვების შემდეგ კი შესაძლოა, პროკურატურამ ბრალის კვალიფიკაცია შეცვალოს.

“იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ის დღემდე საავადმყოფოში რჩება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს ანუ როგორც შეგვიძლია, შს სამინისტროს, რომ გვერდით დავუდგეთ ამ პოლიციელს, მაქსიმუმს გავაკეთებთ,”- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო