ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტ www.city360.ge-ის ფარგლებში გადაღებული 360-გრადუსიანი ფოტოები და ვირტუალური ტურები გადასცეს

24 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, კომპანია „ბოქს მედია გრუპსა“ და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, „ბოქს მედია გრუპმა“ ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტ www.city360.ge-ის ფარგლებში გადაღებული 360-გრადუსიანი ფოტოები და ვირტუალური ტურები გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მემორანდუმის ფარგლებში გადმოცემული მასალა განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბაზაში და მომავალ თაობებს 2018 წლის თბილისის იერსახე ასე შემოენახება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობების, მისი მუზეუმების გადაღება და პროექტში ჩართვა იგეგმება.

გიორგი კეკელიძის თქმით, „სამომავლოდ იგეგმება სტენდის დამზადება, რომელიც განთავსდება ბიბლიოთეკის დარბაზში და დამთვალიერებელი ვირტუალურად იმოგზაურებს თბილისის ქუჩებში.“

„საქართველოში პირველად შეიქმნა 360-გრადუსიანი ვებ-გვერდი, სადაც მომხმარებელი დაათვალიერებს თბილისის ქუჩების 360-გრადუსიან ვირტუალურ ტურებს. www.city360.ge-ზე “walking tour”-ის სახით.

პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ვებგვერდი ხელს შეუწყობს შიდა და გარე ტურიზმის განვითარებას. საიტის ვიზიტორები არიან როგორც საქართველოს მოსახლეობა ასევე უცხოელები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაინტერესებულები არიან საქართველოში სტუმრობით. ვებგვერდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, ისე ემიგრანტებში. საიტზე განთავსებულ 600-ზე მეტ 360-გრადუსიან ფოტოს და ვირტუალურ ტურს კვირაში 50 000 და მეტი ნახვა აქვს, “ - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბიბლიოთეკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ავტორია კომპანია „ბოქს მედია გრუპი“. დამფუძნებლები კი თამარ მიქაშავიძე და ლაშა ხმალაძე არიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა