კახა კახიშვილი ახალ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის თაობაზე - ყველაფერია შესაძლებელი

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა კახიშვილი დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

როგორც კახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კობახიძეს პირად საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა. დასმულ კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მისი ახალ თანამდებობაზე ხილვა, კახიშვილმა განაცხადა, რომ “ყველაფერია შესაძლებელი“.

“რთულია გაიაზრო იმ ადამიანის გეგმები, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა პირადი საქმე და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით შევხვდი მას“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კახიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა