„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხზე აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ის ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2018 წლის 1 სექტემბრამდე - სესხის გადახდას დაიწყებს 2019 წელს. აქციის ფარგლებში, იპოთეკური სესხის ევროს ვალუტაში სარგებლობისას, მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენს - 4%-ს (ეფექტური 4.5%-დან). იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოცემულ პერიოდში მეტი თავისუფლებით განკარგოს საკუთარი ფინანსური სახსრები“, - ნათქვამია „ბანკის განცხადებაში“.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია, შემდეგი მიზნობრიობით: საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის შეძენის, ასევე ბინისა და სახლის მშენებლობის მიზნით.