გიგა ბოკერია - სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენელია, ეს იცის ყველამ, ამიტომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

არავინ მოტყუვდება იმით, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი ფორმალურად იქნება თუ არა "ოცნების" წევრი და სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ამის საუკეთესო მაგალითია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს და სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.

"სალომე ზურაბიშვილი არის მმართველი გუნდის წარმომადგენელი. ეს იცის ყველამ და მან პირველ რიგში. ამიტომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის საკვანძოა, გვქონდეს მაღალი გამოცხადება არჩევნებზე. ამ ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძალიან უარყოფითად აფასებს ივანიშვილის გუნდის მოღვაწეობას და თუ ეს ხალხი მივალთ არჩევნებზე, გარდაუვალია ჯერ მეორე ტური და შემდეგ ხელისუფლების მარცხი, ვინც არ უნდა დაასახელოს კანდიდატად. ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" ლიდერი, ხოლო საპრეზიდენტო კანდიდატი ფორმალურად იქნება ფრაქციის წევრი თუ ვიღაც უფრო პირდაპირ აფილირებული "ოცნებასთან", არაფერს ცვლის",- განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს