ოთარ კახიძე - დღეს გვაქვს იმის ილუზია, რომ პროკურატურა არის დამოუკიდებელი - ეს მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მიუღებელია

დღეს გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოება რაღაც ფორმით ჩართულია პროკურატურის მართვა - გამგეობაში და რომ ეს პროკურატურა არის დამოუკიდებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებაზე.

ოთარ კახიძის თქმით, ჩვენ გვყავს 6 წლის ვადით, ხელისუფლების ნების შესაბამისად დანიშნული მთავარი პროკურორი.

„რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, დღეს გვაქვს იმის ილუზია, რომ საზოგადოება რაღაც ფორმითაა ჩართული პროკურატურის მართვა–გამგეობაში და რომ ეს პროკურატურა არის დამოუკიდებელი. ეს მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მიუღებელია. უნდა შეიქმნას რეალური გარანტიები ან კიდევ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მათ კონტროლს ექვემდებარება. ეს სჯობს ისევ ფსევდო დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო