ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მომხსენებელს ანდრის მამიკინს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინსს შეხვდა, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ძალიან მაღალია მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ და შესაბამისად, პარლამენტიც ამ სულისკვეთებით მოქმედებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდეს, მათ შორის მიიღოს ის კანონები, რომელიც ამ ვალდებულებებშია გაწერილი.

საუბარი შეეხო ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ნოემბერში შედის და პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტით კიდევ უფრო ძლიერდება საპარლამენტო ინსტრუმენტები მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით და შესაბამისად, ესეც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა ზედამხედველობა გაუწიოს უშუალოდ მთავრობის მიერ განსახორციელებელ ვალდებულებებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტის მომხსენებელთან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში ასახულია ის პროგრესი, რასაც ქვეყნამ მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

„ჩემი მოლოდინი ანგარიშთან მიმართებაში არის ის, რომ დოკუმენტში აისახება ის რეალური პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში. ჩვენი პროგრესი თვალნათელია და ეს ასახულია, მათ შორის, ევროკომისიის ანგარიშებში და ყველა დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშებში. ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში. თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც სულ უფრო მეტ შედეგს გვაძლევს იმ თვალსაზრისით, რომ ღრმავდება ჩვენი ეკონომიკური კავშირები და ბმა ევროკავშირთან, რასაც მოწმობს ჩვენი გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებთან. ასევე, წევრობა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროგრამის და სააგენტოს წევრობა - ეს ყველაფერი არის კონკრეტული შედეგი და მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დღეს, ანდრეს მამიკინსმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველო არიას ძალიან წარმატებული ევროპული ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ ანგარიშიც ეს პროგრესი იქნება სათანადოდ ასახული“,-განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს