მიხეილ ყაველაშვილმა და კობა კობალაძემ მე-14 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართეს

განათლება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია და მისი ხელშეწყობისთვის ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მე-14 საჯარო სკოლაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მე-18 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„აუცილებელია გადაწყვეტილების მიმღები ყველა ორგანოს აქტიურად ჩართვა აღნიშნული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ამავე საჯარო სკოლის ერთ-ერთ კორპუსში თვითნებურად შესახლებული მოსახლეობის საკითხი. აღნიშნული კორპუსი ავარიულია და სპეციალისტების აზრით საცხოვრებლად საშიშია. ამ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტარულმა ბიურომ არაერთი შეხვედრა გამართა. ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ჩავერთვები საკითხის მოსაგვარებლად საჭირო ყველა პროცესში. ჩემი აზრით, აღნიშნული კორპუსი სკოლის ინფრასტრუქტურას უნდა დარჩეს და განვითარდეს როგორც სკოლის შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულ ფართში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფა კი უნდა მოხდეს კანონით დადგენილ ფარგლებში. ასევე საჭიროა თითოეული ოჯახის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ოჯახებზე ალტერნატიული ფართის შეთავაზება, რომელიც მათ კანონის დაცვით ეკუთვნით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი კობა კობალაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ ამაშუკელი და ნაძალადევის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს