„მეტრა დეველოპმენტი“ - თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბნები გარემოზე ზემოქმედების გარეშე უნდა განაშენიანდეს

კვლევის თანახმად, შესწავლილი ტერიტორიებიდან ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ლოკაცია ბაგები აღმოჩნდა, მათ შორის ზურაბ საკანდელიძის ქუჩა, სადაც „მეტრა პარკის“ დასახლება მდებარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „მეტრა დეველოპმენტი“ ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, გარემოს დაბინძურების ექსპრეს–ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, კი თბილისში ხმაურის დონე მაქსიმალური დაშვების ზღვარს სცილდება, თუმცა არსებობს ლოკაციები, სადაც ეკოლოგიურად გაცილებით კარგი მდგომარეობაა.

„დღეს ქალაქი საკუთარი თავის ძიებასთან და შესაძლებლობების მრავალფეროვნებასთან ასოცირდება – ადგილთან, რომელიც ადამიანებს იზიდავს და სამწუხაროდ, ამ სივრცეში ცხოვრება დღითიდღე აუტანელი ხდება.

მწვანე საფარს ურბანულ პირობებში 3 უმთავრესი ფუნქცია აკისრია. ერთ-ერთი არის ქალაქის დაცვა ხმაურისგან. ურბანული ხმაური კი თანამედროვე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფენომენია: იწვევს სტრესს, უძილობას, სისუსტეს და ბავშვების არაჯანსაღ განვითარებას.

გარემოს დაბინძურების ექსპრეს–ლაბორატორიის შედეგების მიხედვით, კი თბილისში ხმაურის დონე მაქსიმალური დაშვების ზღვარს სცილდება. კონკრეტულად, მონაცემებმა ნორმას მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“, „ახმეტელის თეატრთან“, „სარაჯიშვილთან“ და „სადგურის მოედანზე“ გადააჭარბა. მწვანე საფარისა და ურბანული პარკის არსებობა პირველ რიგში სწორედ ქალაქის ხმაურისგან დასაცავადაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც ქალაქის საზღვრებში მწვანე საფარს ეკისრება, რეკრეაცია, ძალების აღდგენა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნაა. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტი დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ ის ადგილი, სადაც ვიცხოვრებთ. დღეს საცხოვრებელი ადგილის სწორად შერჩევა მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უალტერნატივოა.

თბილისი, ზოგადად, სუფთა ჰაერით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, თუმცა არსებობს ლოკაციები, სადაც ეკოლოგიურად გაცილებით კარგი მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანებაც სწორედ ასეთი ჯანსაღი ტერიტორიების მიმართულებით გაგრძელდეს. იმისათვის, რომ „მეტრა დეველოპმენტს“ საკუთარ საცხოვრებელ კომპლექს „მეტრა პარკში“ ჰაერის დაბინძურების დონის შეემოწმებინა და თბილისის სხვა ლოკაციებთან შეედარებინა, კომპანიამ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“ ჰაერის კვლევა ჯერ კიდევ 2016 წელს დაუკვეთა. კვლევის ობიექტები გახდა შემდეგი 6 ლოკაცია: მელიქიშვილის ქუჩისა და ვარაზის ხევის კვეთა; თამარაშვილი-უნივერსიტეტის ქუჩების კვეთა; ჭავჭავაძე-ყიფშიძის ქუჩების კვეთა; ყაზბეგი-ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ტაშკენტის ქუჩის კვეთა; და ბოლოს, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა, რომელზეც „მეტრა პარკია“ გაშენებული.

კვლევის თანახმად, შესწავლილი ტერიტორიებიდან ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ლოკაცია ბაგები აღმოჩნდა, მათ შორის ზურაბ საკანდელიძის ქუჩა, სადაც „მეტრა პარკის“ დასახლება მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები დასაშვებ ზღვრულ ნორმებზე 5-ჯერ ნაკლებია. მნიშნელოვანია იმის აღნიშნვნაც, რომ კვლევის შედეგები საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციისაა, ვინაიდან ის საქართველოში ყველაზე მაღალი კვალიფიკაციისა და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ორგანიზაციამ ჩაატარა.

გარდა იმისა, რომ "მეტრა პარკი" იმყოფება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და აქვს ბუნებრივად გამწვანებული ლანდშაფტი, კომპანია გამუდმებით ზრუნავს მის ტერიტორიაზე გარემოს კეთილმოწყობაზე, გამწვანებაზე, მწვანე ნარგავებისა და საფარის მოვლა-შენარჩუნებაზე. მეტრა დეველოპმენტი მომხმარებლებს სთავაზობს კომპლექსის ტიპის დასახლებას, სადაც არსებობს ტერიტორიის განაშენიანების გეგმა და შესაბამისად მაცხოვრებლები დაცულნი არიან სპონტანური განაშენიანებისგან. თავად კომპლექსი მოიცავს და ვითარდება 51,133 კვადრატულ მეტრზე. სახლები ისეა განლაგებული, რომ მათ შორის თავისუფლად ეწყობა სკვერები, რომლის მოვლასა და გალამაზებაზე გამუდმებით ზრუნავს კომპანია. „მეტრა დეველოპმენტი“ ინარჩუნებს და დადებითი კუთხით ავითარებს იმ ჯანსაღ და სუფთა გარემოს, რომელსაც თავიდანვე სთავაზობდა მაცხოვრებლებს. „მეტრა პარკის“ დასახლება კარგი მაგალითია იმისა, რომ ქალაქის დღევანდელ მძიმე ეკოლოგიურ პირობებშიც კი შესაძლებელია ადამიანმა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს