რუსთავში ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედანი მოეწყო

რუსთავის მერმა მე-12 მიკრო რაიონის #7, #8, #9 საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი მოედანი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მე-12 მიკრო რაიონის აღნიშნულ უბანში, სპორტული ინფრასტრუქტურა მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოაწყო. სამუშაოების დაწყებამდე კი, მოსახლეობამ მერიის ხელშეწყობით, ტერიტორია უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებისა და ავტოფარეხებისგან გაასუფთავა.

უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თხოვნით, აღნიშნული კორპუსების მცხოვრებლებმა ქალაქის მერს წინასაარჩევნო პერიოდში მიმართეს. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ეზოს კეთილმოწყობა გაგრძელდება, პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება. ახლო მომავალში, #7, #8 და #9 კორპუსების ეზოში საბავშვო გასართობი მოედანი და სკვერი გაკეთდება.

მოსახლეობასთან შეხვედრას მერის მოაგდილე გოჩა ლორია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით იშხნელიც ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა